მარკ რუტე - ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად
ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია, ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე წერს, რომელიც ცოტა ხნის წინ ნატო-ს ახალ გენერალურ მდივნად დაინიშნა.
მარკ რუტე უფლებამოსილების შესრულებას 1-ლი ოქტომბრიდან შეუდგება.
„ნატო-ს გენერალურ მდივნად დანიშვნა დიდი პატივია. ალიანსი არის და დარჩება ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების ქვაკუთხედად. ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობაა, რომელსაც მსუბუქად არ მივიჩნევ. ნდობის გამოცხადებისთვის ყველა მოკავშირის მადლობელი ვარ. მოუთმენლად ველოდები დიდი ენთუზიაზმით ოქტომბერში თანამდებობის დაკავებას, როგორც იენს სტოლტენბერგის მემკვიდრე, რომელიც ნატო-ს უწევდა გამორჩეულ ლიდერობას ბოლო 10 წლის განმავლობაში და რომლითაც მე ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი“, – წერს მარკ რუტე.