მარკ რუტე - ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროპული საბჭოსთვის გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით წარდგენილ წინადადებებს, მათ შორის საქართველოზე
ჩვენ ძირითადად მხარს ვუჭერთ ევროკომისიის მიერ ევროპული საბჭოსთვის წარდგენილ წინადადებებს გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, მათ შორის საქართველოზე, – ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსენსუსის მისაღწევად აქტიურად იმუშავებენ.
„აქტიურად ვიმუშავებ და ჩემი კოლეგებიც აქტიურად მუშაობენ, რომ კონსენსუსს მივაღწიოთ როგორც გაფართოებასთან დაკავშირებით გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე უკრაინისთვის 50 მილიარდის მიცემაზე, რადგან ორივე საკითხი გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. აქამდე ჩვენ ყოველთვის შევძელით, მიგვეღწია ერთსულოვანი გადაწყვეტილებებისთვის, მათ შორის იყო ვიქტორ ორბანიც. ვიმედოვნებ, ამას ახლაც შევძლებთ“, – განაცხადა მარკ რუტემ.