მარკ კლეიტონი - „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
მარკ კლეიტონი - „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად

საქართველოს პარლამენტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს.

​„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“, – წერს მარკ კლეიტონი.

საქართველოს პარლამენტმა 10 ივნისის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც წინა მოწვევის პარლამენტში, 2019 წელს მოხდა.