მარკ კლეიტონი – „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად
საქართველოს პარლამენტის მიერ „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონის მიღება არის ბაზა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩს, მარკ კლეიტონი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარული ვარ, რომ პარლამენტმა მიიღო „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ ახალი კანონი. ეს სოლიდური ბაზაა სამომავლო კიბერუსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და ქვეყნის კიბერსივრცეში თავდაცვისა და სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად. მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით გაძლიერდეს ზედამხედველობა“, – წერს მარკ კლეიტონი.
საქართველოს პარლამენტმა 10 ივნისის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით დაამტკიცა „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონპროექტი, რომლის ინიცირებაც წინა მოწვევის პარლამენტში, 2019 წელს მოხდა.
Very pleased that @Geoparliament approved Georgia’s new law on information security. This is a strong foundation on which 🇬🇪 can build its future cyber security, essential for its defence & sovereignty in cyber space. Must ensure oversight is strengthened in this sensitive domain
— Mark Clayton (@MarkClaytonFCDO) June 11, 2021