მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის "მეფე - ირემი" პრემიერა გაიმართება
კარლო გოცის პიესის მიხედვით შექმნილ ახალ სპექტაკლს მაყურებელი მარჯანიშვილის დიდ სცენაზე 23 და 24 მარტს ნახავს .
ახალგაზრდა რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სპექტაქკლ “მეფე -ირემი”-ის დადგმა ჯერ კიდევ წლების წინ ჩაიფიქრა. მისი თქმით, კარლო გოცის პიესა ბევრ რამეზე მიუთითებს, მათ შორის სიყვარულზე სიკეთეზე, ბოროტებასა და შურზე . რეჟისორის თქმით, მის მიერ დადგმულ სპექტაკლს ისევე, როგორც ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს .