მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე სპექტაკლის “მეფე – ირემი” პრემიერა გაიმართება

16:45, 20.03.2018

კარლო გოცის პიესის მიხედვით შექმნილ ახალ სპექტაკლს მაყურებელი მარჯანიშვილის დიდ სცენაზე 23 და 24 მარტს ნახავს .

ახალგაზრდა რეჟისორი ალექსანდრე ელოშვილი პირველ არხთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სპექტაქკლ “მეფე -ირემი”-ის დადგმა ჯერ კიდევ წლების წინ ჩაიფიქრა. მისი თქმით, კარლო გოცის პიესა ბევრ რამეზე მიუთითებს, მათ შორის სიყვარულზე სიკეთეზე, ბოროტებასა და შურზე . რეჟისორის თქმით, მის მიერ დადგმულ სპექტაკლს ისევე, როგორც ყველა ზღაპარს კეთილი დასასრული აქვს .

მსგავსი