სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა რუხის ციხესიმაგრეში სპექტაკლი „შეჭრა“ წარმოადგინა
სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის დრამატულმა თეატრმა რუხის ციხესიმაგრეში სპექტაკლი „შეჭრა“ წარმოადგინა

სოხუმის დაცემიდან 27 წლისთავთან დაკავშირებით, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატულმა თეატრმა საოკუპაციო ხაზთან, რუხის ისტორიულ ციხესიმაგრეში, ბათუმის მონოპიესების ფესტივალისთვის შექმნილი სპექტაკლი „შეჭრა“ წარმოადგინა.

მონოპიესა მოგვითხრობს ომის შემდგომ დევნილობაში მყოფი ქალის თვითგადარჩენისთვის ბრძოლის ისტორიას. ეს არის ჯულიეტა კვარაცხელიას ისტორია, რომელიც ზღვისპირა ქალაქ სოხუმში დაიბადა და დევნილობაში, ზღვისპირა ქალაქ ბათუმში აგრძელებს ცხოვრებას.

პიესის ავტორია კიტა ცხომარია, რეჟისორი – ლაშა შეროზია. სპექტაკლში დევნილი ქალის როლი ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობმა, მარინა ბურდულმა შეასრულა.

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, ლაშა შეროზიას განცხადებით, თეატრი ამ სპექტაკლით პატივს მიაგებს აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს.