„ნიცას” ყოფილი ფორვარდი, იტალიელი მარიო ბალოტელი მარსელში ჩავიდა, სადაც კონტრაქტი უნდა გააფორმოს ადგილობრივ კლუბთან.
როგორც გამოცემა l’equipe წერს, “მარსელმა” იტალიის ნაკრების შემტევთან კონტრაქტის ყველა პირობა შეათანხმა. კერძოდ, ბალოტელი თვეში 600 ათას ევროს მიიღებს. ასევე გათვალისწინებული იქნება ბონუსები.
“სუპერმარიოს” კარიერის გაგრძელების რამდენიმე შეთავაზება ჰქონდა. განიხილებოდა მისი დაბრუნება “მილანშიც”, მაგრამ ფორვარდმა იტალიისგან თავი შორის დაიჭირა და არჩევანი “მარსელზე” შეაჩერა.