მარინა კალიურანდი - ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება, მადლობა გიორგი გახარიას შეხვედრისთვის
მარინა კალიურანდი - ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება, მადლობა გიორგი გახარიას შეხვედრისთვის

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.

„ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ქვეყნის მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. მადლობა გიორგი გახარიას დღევანდელი შეხვედრისთვის“,- წერს კალიურანდი.

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიუსელში გუშინ ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა.