მარინა კალიურანდი – ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება, მადლობა გიორგი გახარიას შეხვედრისთვის
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარესთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას „ტვიტერის“ გვერდზე ეხმაურება.
„ყოველთვის კარგია სხვადასხვა პარტიისგან საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებისა და ქვეყნის მისწრაფებების შესახებ ინფორმაციის პირველწყაროდან მიღება. მადლობა გიორგი გახარიას დღევანდელი შეხვედრისთვის“,- წერს კალიურანდი.
პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ ბრიუსელში გუშინ ევროპარლამენტარებთან შეხვედრები გამართა.
Always good to hear first hand from different parties about political situation and aspirations in 🇬🇪. Thank you @GakhariaGiorgi for today’s meeting. #ForGeorgia https://t.co/WVYjkTIqy3
— Marina Kaljurand MEP (@MarinaKaljurand) June 16, 2021