მარინა ეზუგბაია - თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ
მარინა ეზუგბაია - თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ

თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულებისა და გამოჯანმრთელებულების რაოდენობას შორის, გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, გამოჯანმრთელების რიცხვი საკმაოდ სოლიდურია 26 პაციენტია.

“ჩვენ გვყავდა 393 და დღეისთვის გვყავს 419 გამოჯანმრთელებული პაციენტი. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში მხოლოდ 246 პაციენტი მკურნალობს. უკვე თვალსაჩინოა სხვაობა ინფიცირებულების რაოდენობასა და გამოჯანმრთელებულებს შორის. გამოჯანმრთელებულები მკვეთრად აჭარბებენ“,- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.