მარინა ეზუგბაია - კორონავირუსით ინფიცირებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსით დაავადებული 12 წლის ბავშვის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც მარინა ეზუგბაიამ აღნიშნა, დაავადებული ბავშვი არის იმ ოჯახის წევრი, რომელიც ერთად მოგზაურობდა იტალიაში.
„ბავშვის მდგომარეობა ჯერჯერობით მსუბუქია. საბედნიეროდ, ბავშვებში დაავადება უფრო მსუბუქად ვითარდება, ვიდრე მოზარდებში. იმედია, საქართველო არ იქნება გამონაკლისი და ამ ბავშვთან დაავადება არ განვითარდება უფრო მძიმედ, ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში“, – განაცხადა ეზუგბაიამ.