მარინა ეზუგბაია - ალბათ, აუცილებელია იმ პირების ტესტირება, ვინც მუდმივად 3-10 კაცზე მეტს წარმოადგენს, თუმცა ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფასებს
მარინა ეზუგბაია - ალბათ, აუცილებელია იმ პირების ტესტირება, ვინც მუდმივად 3-10 კაცზე მეტს წარმოადგენს, თუმცა ამას დაავადებათა კონტროლის ცენტრი აფასებს

თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად 3-10 კაცზე მეტს წარმოადგენს. ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრა ხდება, ამას აფასებს დაავადებათა კონტროლი, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ამ კომენტარით მან უპასუხა მედიის კითხვას, რომელიც ეხებოდა დიაგნოსტიკის ალგორითმს, რომლის თანახმად, სწრაფი ტესტებით სკრინინგი საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ.

„განცხადება ვინც გააკეთა, შეგიძლიათ, მათ შეეკითხოთ. ასე თქვენც ბრძანდებით ყველანი რისკის შემცველი. ალბათ, თქვენი დატესტვაც შესაძლოა საჭირო იყოს, რადგან ასეთი შეკრებები, როგორც ლაპარაკია, მიუღებელია გარკვეულწილად. იქიდან გამომდინარე, თუ ვინმეს დატესტვა აუცილებელია, აუცილებელია იმ პირების დატესტვაც, ვინც მუდმივად სამ, ათ კაცზე მეტს წარმოადგენს. ასეთი სახის ტესტირების განსაზღვრა ხდება, ამას აფასებს დაავადებათა კონტროლი. შეგიძლიათ ჰკითხოთ მათ. მე მოგაწოდებთ ჩემი დაწესებულების ანალიზს. იცით, რომ ჩვენს ცენტრში კეთდება კვლევა ოქროს სტანდარტით. მე ამ ეტაპზე არ მჭირდება სწრაფი კვლევა, თუ ამის საჭიროება დადგება, ამ შემთხვევაში ჩატარდება სწრაფი მარტივი მეთოდით“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.