მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს
მარიამ ჯაში - მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს

მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს, – ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურის განხილვის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

​„მე დღეს საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ. მიხეილ ბატიაშვილს ვიცნობ, როგორც ძალიან საინტერესო პროფესიონალს. ეს არის ადამიანი, რომელიც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უნივერსიტეტის რექტორია. მისი დადებითი შეფასება ინტერესთა კონფლიქტში არ ჩამეთვლება. მე, პირადად, კვლევაზე ზუსტად იმ
უნივერსიტეტში ვმუშაობ, რომელსაც ბატონი მიხეილი ხელმძღვანელობს. პიროვნულად და პროფესიონალურად მხოლოდ დადებითად შემიძლია შევაფასო, თუმცა კანდიდატთან დაკავშირებულ განხილვებს ვერ დაგიდასტურებთ“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება.