განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა განიხილება

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრად ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი მიხეილ ბატიაშვილის კანდიდატურა სახელდება.

პირველი არხის ინფორმაციით, მმართველ გუნდში მიხეილ ბატიაშვილი მინისტრობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილება.

პირველმა არხმა ბატიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეებს, პარლამენტში არსებული ინფორმაციით, მთავრობაში ერთ-ერთ ვერსიად განიხილება, რომ მინისტრის მოადგილეებად, დარგების შესაბამისად, მოქმედი მინისტრები მიხეილ გიორგაძე და მიხეილ ჩხენკელი დაინიშნებიან.

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის განახლებულ შემადგენლობას სავარაუდოდ 11 ივლისს დაასახელებს, თუმცა მანამდე კონსულტაციებს საპარლამენტო უმრავლესობასთან გაივლის. წინასწარი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გარდა, ცვლილებები ეკონომიკური გუნდის მინისტრებს – ფინანსთა და ეკონომიკის სამინიტროების ხელმძღვანელებს შეეხებათ.

საკანონმდებლო ორგანო კი, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცედურას 12 ივლისს დაიწყებს და 14 ივლისს დაასრულებს.