მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას ელოდებიან
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას გაითვალისწინებენ. ჯაშის თქმით, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება.
„დღეისთვის კომუნიკაცია ჯანდაცვის უწყებასთან არ ყოფილა. ჯანდაცვის სამინისტრო თუ დაადასტურებს, რომ არსებული ვირუსული ინფექციებით დაავადების მატების ფონზე მიზანშეწონილი იქნება სასწავლო პროცესის გადადება, ბუნებრივია, გვექნება კონსულტაციები და მხარს დავუჭერთ ჯანდაცვის უწყებას“, – აცხადებს მარიამ ჯაში.