მარიამ ბოჭორიშვილი - როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ესაუბრება, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, რუსეთთან საუბრისას აყენებენ საქართველოს საკითხს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ბოჭორიშვილმა განაცხადა.
როგორც მარიამ ბოჭორიშვილმა აღნიშნა, საქართველოს და რუსეთს შორის კონფლიქტის მოგვარება საერთაშორისო დღის წესრიგში რაც შეიძლება მაღალ დონეზე უნდა იყოს.
„როდესაც ამერიკის სახელმწიფო მდივანი, ესაუბრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველო არის ამ საუბრის დღის წესრიგში.ეს მნიშვნელოვანი ფაქტია. საქართველო მუდმივად დგას დღის წესრიგში.ნამდვილად ყველა შესაძლებლობას ვიყენებთ, რათ ჩვენს წინაშე მდგარი გამოწვევები იდგეს საერთაშორისო დღის წესრიგში“, – განაცხადა მარიამ ბოჭორიშვილმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრისას, სახელმწიფო მდივნის მხრიდან განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია იყო. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.