სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრისას საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაზეც გაამახვილა ყურადღება

აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბრისას, სახელმწიფო მდივნის მხრიდან განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია იყო.

ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

ამასთან, აღნიშნულია, რომ მხარეებმა ისაუბრეს ახალი „სტარტის“ ხელშეკრულებასა და შეიარაღებაზე ახალი კონტროლის აუცილებლობაზე, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის სრული ბირთვული იარაღისა და ჩინეთიდან მზარდი საფრთხისკენ.

დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილება, დაიცვას აშშ-ის მოქალაქეები და იმოქმედოს მტკიცედ აშშ-ის ინტერესების დასაცავად რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, რაც ზიანს აყენეbს როგორც აშშ-ს, ისე მის მოკავშირეებს.

„ეს მოიცავს პოლ ველანისა და ტრევორ რიდის გათავისუფლებას, რათა მათ შეძლონ აშშ-ში, სახლებში, საკუთარ ოჯახებთან დაბრუნება. სახელმწიფო მდივანმა ასევე წამოწია 2020 წლის აშშ-ის არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხი, მისი სამხედრო აგრესია უკრაინასა და საქართველოში, ალექსეი ნავალნის მოწამვლა და სოლარუინდსის ინციდენტი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე განმარტებულია, რომ მხარეებმა აიღეს ვალდებულება, მომავალშიც განაგრძონ საერთო პრობლემების განხილვა.