მარია ზახაროვას პასუხი საქართველოს გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე - ყველა ძალისხმევას მივმართავთ დასახული მასშტაბური „საგზაო რუკის“ განხორციელებისთვის
მარია ზახაროვას პასუხი საქართველოს გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის პერსპექტივაზე - ყველა ძალისხმევას მივმართავთ დასახული მასშტაბური „საგზაო რუკის“ განხორციელებისთვის

ყველა ძალისხმევას მივმართავთ დასახული მასშტაბური „საგზაო რუკის“ განხორციელებისთვის, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ყოველკვირეულ ბრიფინგზე განაცხადა.

მარია ზახაროვას კითხვით მიმართეს: „საქართველოს გავლით რუსეთსა და სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლა დაბლოკილია. ერევანში აცხადებენ, რომ პრობლემა არის აფხაზეთი. თქვენი აზრით, რა პერსპექტივები არსებობს ამ საკითხის გადასაწყვეტად?”

„ყველა ძალისხმევას მივმართავთ დასახული მასშტაბური „საგზაო რუკის“ განხორციელებისთვის. ის მოიცავს სახელმწიფოების მეთაურების დონეზე ხელმოწერილ დოკუმენტებს, შესაბამის კომისიებს ჩვენი ქვეყნების მთავრობების წარმომადგენელთა ეგიდით. ყოველდღიურ რეჟიმში ყველაფერი კეთდება ამ გეგმის განხორციელებისთვის“, – განაცხადა ზახაროვამ.