მარია ზახაროვა - მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი არის აზერბაიჯანის თანამზრახველი, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, წაქეზება და პროვოკაციაა
საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ რუსეთი აზერბაიჯანის თანამზრახველია, რომელიც საფრთხეს უქმნის სომხეთის ტერიტორიულ მთლიანობას, არის პარიზის წაქეზება და პროვოკაცია, – რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.
რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, აღსანიშნავია პარიზის პოლიტიკა აფრიკის კონტინენტზე, სადაც ის პირველად აცხადებს თავის გეგმებს, იძლევა დაპირებებს და კრიტიკულ მომენტში აფრიკის ქვეყნებს ტოვებს კიდეც.
„ფანტაზიორი, რა უნდა ვთქვა. მსგავსი რამის შეფუთვას ძალიან მდიდარი ფანტაზია სჭირდება. ნამდვილად გაუგებარია, რაზე ვსაუბრობთ. ეს არის წაქეზება, სხვა საკითხებთან ერთად. ეს არის საფრანგეთის წარმომადგენლების პროვოკაციული ენა და ქმედებები, მათი ჩართულობა სომხურ-აზერბაიჯანული ნორმალიზაციის პროცესში, როდესაც ისინი მოქმედებდნენ არა შუამავლის პოზიციიდან რეგიონში მშვიდობის აღდგენის მიზნით, არამედ მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ინტერესებით“, – განაცხადა მარია ზახაროვამ.