მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი - ვგმობ ძალადობას, რომელმაც ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არსებითია დემოკრატიულ საზოგადოებაში
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი თბილისში „პრაიდის“ ფესტივალთან დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ვგმობ ძალადობას, რომელიც წინ უძღოდა და ხელი შეუშალა „თბილისი პრაიდის“ ჩატარებას. გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება არსებითია დემოკრატიულ საზოგადოებაში“, – წერს მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩი „ტვიტერზე“.