მარი-ელში ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ამის შესახებ რუსული მედია მარი-ელის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია.
მედიის ცნობით, სამგზავრო მიკროავტობუსის მძღოლი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ის საწინააღმდეგო მიმართულებით მიმავალ სატვირთოს დაეჯახა, როცა შეზღუდული ხილვადობის პირობებში გასწრებას ცდილობდა. მომხდარის შედეგად, სატვირთოს მძღოლი არ დაშავებულა.
ადგილობრივი სამმართველოს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ დაშავებულთა შორის ორი ბავშვია.
შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ. მანამდე მარი-ელის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა, უამინდობა გამხდარიყო.
მარი-ელის რესპუბლიკაში ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.