მარი-ელში სატვირთო მანქანისა და მიკროავტუბუსის შეჯახების შედეგად, მსხვერპლის რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
რუსული მედიის ცნობით, დაშავდა კიდევ ექვსი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
მანამდე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მომხდარის მიზეზი შესაძლოა, უამინდობა იყოს.