მარგარეტ ქენანი - ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ
მარგარეტ ქენანი - ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ

90 წლის მარგარეტ ქენანი მადლობას უხდის ყველას, ვინც მასზე ზრუნავდა და მოუწოდებს ადამიანებს, აუცილებლად გაიკეთონ ვაქცინა.

„ძალიან პრივილეგირებულად ვგრძნობ თავს, რადგან პირველი ადამიანი ვარ, ვინც „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ შექმნილ ვაქცინას იკეთებს. ეს ყველაზე კარგი ნაადრევად მიღებული დაბადების დღის საჩუქარია, რაც კი შეიძლებოდა მესურვა, რადგან თითქმის ერთწლიანი მარტოობის შემდეგ, ახალ წელს ოჯახის წევრების და მეგობრების ნახვას შევძლებ. ჩემი რჩევაა, გაიკეთეთ ვაქცინა, თუ მე 90 წლის ასაკში ვიკეთებ ვაქცინას, თქვენც შეგიძლიათ“, – განაცხადა მარგარეტ ქენანმა.

ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ „ფაიზერისა“ და „ბიოენტექის“ პირველი ვაქცინა 90 წლის ბრიტანელ მარგარეტ ქენანს გაუკეთეს. მარგარეტ ქენანი ქალაქ კოვენტრიში 60 წლის განმავლობაში ცხოვრობდა და 86 წლამდე ადგილობრივ საიუველირო მაღაზიაში მუშაობდა.