მარეკ შჩიგელი - მივესალმები 13-17 ივნისს ოძისის, ქარძმანისა და სინაგურის გადაკვეთის პუნქტების გახსნას, საკითხს მუდმივად აქვს ინციდენტების მექანიზმის ფორმატის თანათავმჯდომარეების მხარდაჭერა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი აცხადებს, რომ მიესალმება 13-17 ივნისს ოძისის, ქარძმანისა და სინაგურის გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნას. მარეკ შჩიგელის განცხადებას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ავრცელებს.
„გადაკვეთის პუნქტების გახსნა არის ის საკითხი, რომელსაც მუდმივად, 7 ივნისს გამართული უკანასკნელი შეხვედრის ჩათვლით, აქვს ერგნეთის ინციდენტების მექანიზმის ფორმატის თანათავმჯდომარეების მხარდაჭერა.
გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვებს აქვს უარყოფითი გავლენა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – განაცხადა მარეკ შჩიგელმა.