ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი და ევროკავშირის საბჭოს სამუშაო ჯგუფის დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ

დღეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ელჩი მარეკ შჩიგელი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, ოძისში იმყოფებოდა, სადაც  ევროკავშირის საბჭოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალურ აზიის სამუშაო ჯგუფის დელეგაციას უმასპინძლა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ოძისში, გადაკვეთის პუნქტზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე, მათ გავლენაზე კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და ადამიანის უფლებებზე.

ელჩმა შჩიგელმა აღნიშნა და დადებით ნაბიჯად შეაფასა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ გადაკვეთის პუნქტების დროებით გახსნა, აგვისტოს და სექტემბრის ბოლოს. ის ასევე, მიესალმა ცხინვალში დე ფაქტო ხელისუფლების განცხადებას 2022 წლის დეკემბრამდე, გადაკვეთის პუნქტების ყოველი თვის ბოლოს, დროებითი გახსნის გეგმის შესახებ. ამის მიუხედავად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა გაიმეორა, რომ მისია და ეუთო განაგრძობენ მოწოდებას ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზზე  გადაადგილების თავისუფლების სრული აღდგენისკენ.

ამ მხრივ, ელჩმა შჩიგელმა ასევე გაუსვა ხაზი უარყოფით გავლენას, რომელიც მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ქმედებებს აქვთ, ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე, კონკრეტულად, მათ წვდომას სამედიცინო მომსახურებაზე, განათლებაზე და სოციალურ სერვისებზე“, – წერია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.