თბილისში, მარცხენა სანაპიროზე მომხდარ შემთხვევაზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, გამოძიების მიმდინარეობისას საქმე შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს.
ადგილზე, სადაც ელექტროგადამცემ ანძაზე ასული მოქალაქე თვითმკვლელობით იმუქრებოდა, მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის, სასწრაფო დახმარებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები.
მოქალაქე ანძიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მიერ გაშლილ ბატუტზე გადახტა. ის არ დაშავებულა, თუმცა მედიკოსებმა მას გამოკვლევები ჩაუტარეს.