მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიღმის მასივისა და დიდუბის დამაკავშირებელ ხიდთან ხანძარია. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საბურავებს და ხეებს უკიდია.
კვამლი თბილისის სხვადასხვა უბნიდან ჩანს.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შეტყობინება უკვე შესულია და სახანძრო ჯგუფები ადგილზე მიემართებიან.