თბილისში, შალიკაშვილის ხიდთან, მტკვრის სანაპიროზე ხანძარი ლიკვიდირებულია.
როგორც პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, დაიწვა საბურავები, რამაც ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია.
მათივე ცნობით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ.