მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. „ტოიოტას“ მარკის მსუბუქი ავტომობილი საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა.

მომხდარის შედეგად, ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

ადგილზე მობილიზებულნი იყვნენ საპატრულო ეკიპაჟები და ერთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.