მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა
მარცხენა სანაპიროზე ავტოავარიის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა

თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

მომხდარის შედეგად, ხუთი ავტომობილი დაზიანდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი შემთხვევის ადგილიდან იუწყება, ერთ-ერთი დაშავებული საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სასამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.