ავტომობილი, რომლიც თბილისში, თავისუფლების მოედანზე დაიწვა, ეგვიპტის მოქალაქეს ჰქონდა დაქირავებული. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტს თავად უცხოელმა ტურისტმა განუცხადა. მისი თქმით, მანქანა შემთხვევამდე დაახლოებით ნახევარი საათის წინ დაიქირავა. მისი განცხადებით, ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა არ შეუმოწმებია. მანქანების გაქირავების კომპანიის წარმომადგენელი პირად საუბარში აცხადებს, რომ ის შემოწმებული იყო.