თავისუფლების მოედანზე BMW-ს მარკის ავტომობილი დაიწვა [ვიდეო]

22:02, 04.05.2018

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, თავისუფლების მოედანზე ხანძარი ლიკვიდირებულია. თავისუფლების მოედანზე მსუბუქი ავტომანქანა დაიწვა.

უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებული იყო ორი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

თავისუფლების მოედანზე BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა.

მსგავსი