თავისუფლების მოედანზე ავტომანქანა იწვის

21:48, 04.05.2018

თბილისში, თავისუფლების მოედანზე BMW-ს მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

ტერიტორია სამართალდამცველებს აქვთ გადაკეტილი. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გამვლელებს ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდებენ, რადგან მანქანის აფეთქების საშიშროებაა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული და ცეცხლს აქრობს.

მსგავსი