მანდატურის სამსახური - ყველა რეკომენდაცია, რომელიც 2018 წლის მდგომარეობის გათვალისწინებით შევიმუშავეთ, უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია
მანდატურის სამსახური - ყველა რეკომენდაცია, რომელიც 2018 წლის მდგომარეობის გათვალისწინებით შევიმუშავეთ, უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია

ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც 2018 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შევიმუშავეთ, უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია, – ასე პასუხობს მანდატურის სამსახური სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას.

უწყებაში განმარტავენ, რომ სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ყურადღებით გაეცნო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის 2016-2018 წლების ეფექტიანობის ანგარიშს.

„მოგეხსენებათ, მანდატურის სამსახურში 2018-2019 წლებიდან დაიწყო მნიშვნელოვანი რეფორმირების პროცესი, რომელიც მოიცავს სასკოლო უსაფრთხოების, ასევე, პრევენციისა და ფსიქო-სოციალური მომსახურების გაძლიერების კომპონენტებს. შესაბამისად, ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2018 წელს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით შეიმუშავა, მანდატურის სამსახურის მიერ უკვე შესრულდა ან შესრულების პროცესშია.

კონკრეტული სამოქმედო გეგმა სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა“, – აცხადებენ მანდატურის სამსახურში.

აუდიტის სამსახურის დასკვნაში საუბარია, რომ 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ იყო მანდატური, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი და ვიდეოკამერები.