„მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას სენსაციურად გამოეთიშა
„მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგას სენსაციურად გამოეთიშა

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედი” საკუთარ მოედანზე იღებდა “სევილიას”. პირველი შეხვედრა ესპანური გუნდის მოედანზე 0:0 დასრულდა და საპასუხო მატჩისთვის “იუნაიტედი” აშკარა ფავორიტი იყო.

მიუხედავად ამისა, მასპინძლების არანაირ უპირატესობაზე ლაპარაკი არ შეიძლება – სტუმრებმა უფრო მეტჯერ დაარტყეს და მატჩიც მათ მოიგეს – 2:1.

74-ე და 78-ე წუთებზე დუბლი შეასრულა ფრანგმა ფორვარდმა ვისამ ბენ-იედერმა, რომელიც 72-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში. 84-ე წუთზე რომელუ ლუკაკუს მიერ გატანილმა გოლმა “მანჩესტერს” ვერ უშველა.

“სევილიამ” ორი მატჩის ჯამში 2:1 მოიგო და მეოთხედფინალში ითამაშებს.