“მანჩესტერ იუნაიტედმა” ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო პრემიერლიგაში და მესამე ადგილზე დაქვეითდა.
ჟოზე მოურინიოს გუნდი საკუთარ მოედანზე იღებდა “საუთჰემპტონს” და თავიდანვე არ გაუმართლა: მე-11 წუთზე, უესლი ჰუდტთან შეჯახებისას, ტრავმა მიიღო “იუნაიტედის” ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც საკაცითა და ჟანგბადის ბალონით გაიყვანეს მოედნიდან.
მიუხედავად იმისა, რომ “მანჩესტერი” ფლობდა დიდ უპირატესობას, გოლის გატანა ვერ მოახერხა და ფრეს დასჯერდა – 0:0.
ახლა, “იუნაიტედს” 44 ქულა აქვს და მთელი 14 ქულით ჩამორჩება ლიდერ “მანჩესტერ სიტის”, რომელიც კვირას ჩაატარებს თავის შეხვედრას სტუმრად, “კრისტალ პალასის” წინააღმდეგ.