მამუკა მდინარაძე - საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ სააკაშვილი ჩვეულებრივი მაიმუნია
საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი ჩვეულებრივი მაიმუნია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, შეუძლებელია სააკაშვილის ქმედებების, „კლოუნადის“ შეფასება.
„საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ჩვეულებრივი მაიმუნია. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნადის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარაო. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხართ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, ან გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი“, – განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, მისივე განცხადებით, სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება.
„ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. უტყუარი ინფორმაციაა, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც აცხადებს, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.