შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს
შსს-ში აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს უწყებაში განუცხადეს.

მიხეილ სააკაშვილმა დილით სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ამასთან, მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნებს, რომ იმყოფება ბათუმში.

„ეს არის ჩემი ბათუმი, ისე მენატრებოდა აქაურობა, დღეს არის ჩემი ოცნების ასრულება“, – ამბობს ვიდეომიმართვაში სააკაშვილი.

დატოვე კომენტარი