მამუკა მდინარაძე - მმართველი გუნდის მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზება ოპოზიციისთვის ნოკაუტი იყო
მამუკა მდინარაძე - მმართველი გუნდის მხრიდან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შეთავაზება ოპოზიციისთვის ნოკაუტი იყო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შეთავაზებით დარტყმა მიიღეს.

როგორც ჟურნალისტებს მდინარაძემ განუცხადა, მმართველ გუნდს არ უთქვამს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდება და მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.

„მოლაპარაკებას აზრი ყოველთვის აქვს და ამისთვის მზად ვართ. ჩვენ სხვადასხვა საკითხი გავახმოვანეთ და ვერც ერთ პუნქტს ვერ დამისახელებთ, რომელიც იყო არასამართლიანი და სახელმწიფო ინტერესებიდან არ გამომდინარეობს. მთავარი პირობა მათთვის მთავარი დარტყმა იყო – რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ? – ვთქვით, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას და რიგგარეშე არჩევნები მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩავატაროთ, თუ ერთპროცენტიანი გადახრა იქნება-თქო. ეს მათთვის მთავარი დარტყმა იყო. ეს მათთვის იყო მინიმუმ ნოკაუტი, რადგან წარმოუდგენლად მიაჩნიათ, გამოძიებამ დაადგინოს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპროცენტიანი პრივილეგია მიიღო არჩევნების შედეგებში“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.