მამუკა ჩოქური - დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება
დოდო გუგეშაშვილის მეგობარი მამუკა ჩოქური აცხადებს, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.
როგორც მამუკა ჩოქურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
“მის სიცოცხლეს საფრთხე უკვე აღარ ემუქრება.გამოყვანილია საოპერაციოდან და ჯერ მძიმე მდგომარეობაშია”, – განაცხადა მამუკა ჩოფურმა.
რაც შეეხება შემთხვევის მოტივს, მამუკა ჩოფურის განცხადებით, მოტივი ჯერ უცნობია.
„ნოდარ გუგეშაშვილს დიდი ხანია ვიცნობ და ასეთი კაცი ბევრი არ მინახავს. ძალიან კარგი ბიჭი იყო. მოტივზე გამოძიება ისაუბრებს ალბათ ამაზე. თავდამსხმელის ვინაობაზე არაფერი ვიცი. გამოძიებას ყოველთვის ყავს ვიღაც ეჭვმიტანილი, ყოველთვის ეძებს. გამოძიება ისეთი პროცესია, ალბათ რაღაცა გარკვეულ წრეს გამოკვეთს, მიდის ახლა გამოძიება და ვნახავთ. პირდაპირ ჯერ დოდოზეა ნასროლი და მერე შვილზეა ნასროლი. ალბათ დაიცავენ, თუ არა ჩვენ დავიცავთ რა თქმა უნდა”, – განაცხადა მამუკა ჩოფურმა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში დღეს დილით ესროლეს. შვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მგდომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.