საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ნიკოლოზ ნასილაშვილს ATP-ს ტურნირის მოგებას ულოცავს.
„ნიკა ბასილაშვილს ვულოცავ ჩოგბურთში გერმანიის ღია პირველობაზე გამარჯვებას.
ნიკა, ვამაყობთ შენით!“, – წერს მამუკა ბახტაძე „ფეისბუქზე“.
ქართველმა ჩოგბურთელმა, ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს კარიერაში პირველად მოიგო პროფესიული ტურის (ATP) ტურნირი. მან გერმანიის ქალაქ ჰამბურგში ორ საათსა და 13 წუთში დაამარცხა არგენტინელი ლეონარდო მაიერი – 6:4, 0:6, 7:5.