მამუკა ბახტაძე - თუ იქნება ჩამორჩენა დაგეგმილ ტემპებზე, ბუნებრივია, საკადრო გადაწყვეტილება არ დააყოვნებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში მინისტრების შეცვლას არ გეგმავს, – ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს გეგმა და თითოეული ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის წინაშე აღებული პასუხისმგებლობაა, მოიცავს უკვე დაწყებულ რეფორმებს, რომელთა ნაწილი 2019 წელს, ნაწილი კი 2020 წელს უნდა განხორციელდეს.
„მინდა შედეგი, ისევე, როგორც მოსახლეობას და თითოეულ ჩვენგანს. ამ რესურსის მართვას, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებაშია, სჭირდება ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტიული მენეჯმენტი და ჩვენი გუნდის თითოეულმა წევრმა ეს კარგად იცის. თუ იქნება ჩამორჩენა დაგეგმილ ტემპებზე, ბუნებრივია, საკადრო გადაწყვეტილება არ დააყოვნებს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.