მამუკა ბახტაძე საწარმო „ჯეო-ნათსში“ თხილის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო
მამუკა ბახტაძე საწარმო „ჯეო-ნათსში“ თხილის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სამეგრელოს რეგიონში იმყოფება.

პრემიერ-მინისტრი თხილის საწარმო „ჯეო ნათსში“ თხილის მიღებისა და გადამუშავების პროცესს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილსა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან ერთად გაეცნო.

შპს „ჯეო-ნათსი“ „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა.

საწარმოში, ჯამურად 2 780 000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, მასში წელიწადში 7 000-10 000 ტონამდე თხილისგან სხვადასხვა სახის პროდუქციის წარმოებაა შესაძლებელი. პროდუქცია მთლიანად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. თხილის გადამმუშავებელ საწარმოში 100 ადამიანია დასაქმებული.

დღესვე, მამუკა ბახტაძე აბაშის მუნიციპალიტეტში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის მუშაობას გაეცნობა.