მამუკა ბახტაძე სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მისიის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს, ენრიკო აავის შეხვდა, რომელიც 2012-2015 წლებში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების პროექტს ხელმძღვანელობდა.
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სსფ-ის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები, ასევე სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.
ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალური დეპარტამენტის უფროს ეკონომისტს გააცნო ის რეფორმები, რომლის განხორციელებაც წელს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს სისტემაში, მათ შორისაა, დღგ-ს ზედმეტობის დაბრუნების ავტომატური სისტემის დანერგვა და ციფრული საბაჟოს განვითარება.
შეხვედრაზე ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სტუმარს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ფისკალურ საქმეთა დეპარტამენტს გაწეული დახმარებისა და თანამშრომლობისთვის და გამოთქვა მზაობა, გაგრძელდეს ნაყოფიერი პარტნიორობა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში რეფორმების განხორციელების მიმართულებით, რათა უწყება ინსტიტუციონალურად უფრო გაძლიერდეს და გაუმჯობესდეს მისი მომსახურების ხარისხი.
სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი გიორგი თაბუაშვილი და მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი.