მამუკა ბახტაძე - იმედია, ჩვენი და ებრაელი ხალხის მეგობრობას იუნესკო მალე აღიარებს არამატერიალურ ძეგლად
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა.
პრემიერმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობას იუნესკო მალე აღიარებს არამატერიალურ ძეგლად
„მაქვს ბედნიერება, ებრაელ ხალხს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს დღე ებრაელი ხალხისთვის გამარჯვების სიმბოლოა. ამ დღეს, როცა ებრაელი ხალხი ანთებს სანთელს, ესაა სიმბოლო, რომ არსებობს იმედი.
ჩვენი ხალხის ძმობა ითვლის 26 საუკუნეს. ეს არის სრულიად უნიკალური შემთხვევა. ჩვენს მეგობრობას იუნესკო იმედია, მალე აღიარებს არამატერიალურ ძეგლად. ეს მეგობრობა ამას ნამდვილად იმსახურებს“,- განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
„ისრაელის სახლში“ ხანუქას დღესასწაული აღინიშნა.