სალომე ზურაბიშვილი - ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელ მსოფლიოში
სალომე ზურაბიშვილი - ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელ მსოფლიოში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ებრაელ ერს ხანუქას დღესასწაულს ულოცავს.

აღნიშნულის შესახებ ზურაბიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„ხანუქას დღესასწაულს ვულოცავ ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, მეგობარ ებრაელ ერს მთელ მსოფლიოში. განსაკუთრებით ვულოცავ მათ, ვინც რწმენის სიმტკიცის ამ დღესასწაულს ხვდება იქ, სადაც დღეს განსაცდელია, იქ, სადაც დღეს მშვიდობისთვის ბრძოლა უწევთ“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი.