ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, საქართველოში ჰიბრიდული მანქანების შემოყვანა დაახლოებით 60 პროცენტით გაიზარდა.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვისას ბახტაძემ განაცხადა, ჰიბრიდული მანქანების შემოყვანის პროცენტული მაჩვენებლის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია.
ამასთან, მინისტრმა ყურადღება თამბაქოს აქციზზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ თამბაქოს ნაწილში ინფლაციის კომპონენტი 1,2 პროცენტია.
„თამბაქომ საერთო ინფლაციაზე ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა, რაც ქვეყანაში დაფიქსირდა. საუბარი იმაზე, რომ თამბაქოს აქციზი არ უნდა გაზრდილიყო, რათა ამას საერთო ინფლაციაზე არ ემოქმედა, მართებული არ არის“, – დასძინა ბახტაძემ.