მამუკა ბახტაძე - „გაზპრომთან“ მოლაპარაკება ორი მთავარი პრინციპის, საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და კონტრაქტში უკეთესი პირობების დაცვით დასრულდა
„გაზპრომთან“ მოლაპარაკებები ფაქტობრივად დასრულებულია, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებისას ორი ძირითადი პრინციპით ხელმძღვანელობდა.
„მინდა, შეგახსენოთ პრინციპები, რითაც ეკონომიკის სამინისტრო ხელმძღვანელობდა მოლაპარაკების წარმართვისას. პირველი, რა თქმა უნდა, ეს გახლავთ ჩვენი ენერგოდამოუკიდებლობა და მეორე პრინციპი გახლდათ, რომ ჩვენი პოზიციები გაუმჯობესებულიყო ამ კონტრაქტში“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, მოლაპარაკებები ორივე პრინციპის სრული დაცვით დასრულდა, რაზეც დეტალურ განმარტებას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გააკეთებს.