„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს
„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს

„გაზპრომი“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით აჩერებს. ამის მიზეზად კომპანიაში გეგმურ სარემონტო-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებენ. შესაბამის ინფორმაციას სომხური მედია „გაზპრომ არმენიას“ პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ჩრდილოეთ კავკასია-სამხრეთ კავკასიის“ მაგისტრალურ გაზსადენზე გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 18-19 ოქტომბერს სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეჩერდება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში სომხეთის რესპუბლიკის მომხმარებელთა გაზმომარაგება განხორციელდება შეზღუდვების გარეშე, შიდა რეზერვებიდან.